“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მიყვებიან.
„ჩვენ მიმოვიხილეთ ზოგადად ის დასკვნა, რომელიც უკვე არის წარმოდგენილი სასამართლოსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მხრიდან. როგორც მოგეხსენებათ, სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. სადაც საქმე ეხება მიზანშეწონილების საკითხებს, იქ უმეტეს შემთხვევაში ხდება დოკუმენტაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს“, – თქვა კობახიძემ.

