ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რამხელაც არ უნდა იყოს ბარიერი, შემდეგ პარლამენტში მაინც მოხვდება 2 სუბიექტი, “ოცნება” და კოლექტიური ნაცმოძრაობა“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლ კობახიძე, პოლიტიკური პარტიების რეიტინგის შესახებ, IRI-ს ახალი კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

„ფორმალურად ისინი დაშლილები იქნებიან, ერთად იქნებიან, თუ როგორ იქნებიან, განსხვავება არ არის, იმიტომ, რომ ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ერთი პოლიტიკური პარტია, ამიტომ ასეც და ისეც, რამხელაც არ უნდა იყოს ბარიერი, შემდეგ პარლამენტში მაინც მოხვდება ორი სუბიექტი, ეს არის “ქართული ოცნება” და კოლექტიური ნაცმოძრაობა. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. მაინც არ იქნება მრავალპარტიული შემდეგი პარლამენტი, იმიტომ, რომ ის კლუბები, რომლებიც სინამდვილეში არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის ნაწილი, შევლენ პარლამენტში. 113 ხმა გვექნება თუ არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს რა მანდატების რაოდენობაც გვაქვს, იმაზე ბევრად მეტს მივიღებთ შემდეგ პარლამენტში”,  – თქვა კობახიძემ.

IRI-ს ახალი კვლევის შედეგები

იტვირთბა....