ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„გამოკითხულთა 73% მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციისა და ქონების შეძენის უფლებას“ – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 73% მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციისა და ქონების შეძენის უფლებას.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

იტვირთბა....