IRI-ს ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77% პოზიტიურად აფასებს საქართველოს არმიას; უარყოფითად – 16%,
71% პოზიტიურად აფასებს საქართველოს საპატრიარქოს, 21% – უარყოფითად;
67% პოზიტიურად აფასებს პოლიციას 28% კი უარყოფითად.
ნეგატიურ რეიტინგებში კი საქართველოს პარლამენტი ლიდერობს. საკანონმდებლო ორგანოს გამოკითხულთა 56% ნეგატიურად აფასებს, პოზიტიურად 38%.
პოლიტიკურ პარტიებს – ნეგატიურად 52% აფასებს, ხოლო პოზიტიურად – 37% პრეზიდენტის ოფისს – 47% ნრგატიურად ხოლო 41% პოზიტიურად აფასებს.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.