პრობლემის გადაჭრა იქნება არა კანონში ცვლილება, არამედ ის, რომ არჩევნების წინ ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება კვლავ უფასო გახდეს – ასე გამოეხმაურა დეპუტატი თამარ კორძაია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს.
“თქვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა, რათა ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა არ მომხდარიყო. ახალი პირადობის მოწმობა მილიონზე მეტმა ადამიანმა აიღო. 2020 წლის არჩევნების წინ ახალი პირადობის მოწმობების უფასოდ აღების კამპანია იყო და ამ შესაძლებლობით 50 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. პრობლემის გადაჭრა იქნება არა კანონში ცვლილება, არამედ ის, რომ არჩევნების წინ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება კვლავ უფასო გახდეს“ – მიმართა უმრავლესობას თამარ კორძაიამ.

