ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა, რათა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ ზემოთ” – კობახიძე

კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა, რათა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ ზემოთ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“რეალურად რასაც ვუყურებ, აშკარად არის ვიღაცის მხრიდან მიღებული ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მაქსიმალურად დასწიონ დაბლა. ეს არის ერთგავრი ტაქტიკური გათვალა იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავაშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ ზემოთ, ხუთპროცენტიან ბარიერს ზემოთ, ამიტომ კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა. სწორედ ამიტომ დანიშნეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ხაბეიშვილი, სწორედ ამიტომ მიდის ეს გაუთავებელი კიკნლაობა პარტიის შიგნით. რა უნდა კაცის გარიცხვას, თუ გინდა, აქამდე გარიცხავდი, თუ არ გაწყობს „ნაცმოძრაობის“ სრული დაკნინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....