მგონი, „ევროპის სახალხო პარტიაში“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც არ მიუღიათ განახლებული ინფორმაცია, გამართლება არ აქვს ასეთ რეზოლუციას – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“სერიოზული კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო, როცა კიდევ ერთხელ, ყველამ გაიგო, რომ ეს კაცი ჯანმრთელია და „ევროპის სახალხო პარტიამ“ ახლაც კი ვერ გაიგო, რომ ჯანმრთელია. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ჩანაწერი. გვესმის, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ერთი პოლიტიკური ჯგუფი, გაერთიანება. „ნაცმოძრაობა“ არის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი, შესაბამისად, ეს შეიძლება, რაღაცნაირად აიხსნას, მაგრამ გამართლება ასეთ რეზოლუციას არ აქვს “ – აღნიშნა კობახიძემ.

