ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხუთი პროცენტის მიღებას სჭირდება 95 ათასი ხმა, როცა ვერ იღებ ამ ხმებს, ეს ნიშნავს, რომ პარტია არ ხარ” – კობახიძე

ხუთი პროცენტის მიღებას სჭირდება 95 ათასი ხმა, როცა ვერ იღებ ამ ხმებს, ეს ნიშნავს, რომ პარტია არ ხარ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“2022 წლის ივლისში გაიცა დაპირება 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით, მის მერე ოპოზიციამ ერთი წელი ყველაფერი გამოიყენა, რომ ეს რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა, შესაბამისად, ეს დაპირება დღის წესრიგიდან მოხსნილია, რომელიც უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, 2022 წლის 12 ოქტომბერს უკვე ცნობილი გახდა, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო აღარ იმსჯელებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამის შემდეგ, 18 ოქტომბერს მე ბრიფინგზე უკვე დავაფიქსირე, რომ არავითარი ვალდებულება და დაპირება აღარ არსებობდა. მე დავაფიქსირე, რომ ეს დაპირება იყო ანულირებული“ – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....