ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოვუწოდებ ოპოზიციას, მაგალითი მოგვეცით და იარეთ ველოსიპედით” – ზარქუა

მოვუწოდებ ოპოზიციას, მაგალითი მოგვეცით და იარეთ ველოსიპედით – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების ანაზღაურების ზრდის თაობაზე რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

„ყველაფერს აქვს საზღვარი – შეუძლებელია, რადგან არჩევნებია მოახლოებული, რომ იაფფასიანი პოპულიზმით თავი მოაწონო. ოპოზიციიდან ვისმენდი, მანქანები რაში გჭირდებათო, დათვლა დაიწყეს, გავყიდოთ და ველოსიპედით იარეთო. ამას ამბობდა ის ადამიანი, რომელიც წინა მოწვევაში სწორედ იმ მანქანით – შავი Camry-ით დადიოდა, რომელიც ახლა სხვას ემსახურება. მაშინ არ ჰქონდა ეს მიდგომა და პრეტენზია, არც ეს ველოსიპედები გახსენებია მაშინ, მაგრამ ახლა გაახსენდა იმიტომ, რომ ხვალ არჩევნებია. ეს იაფფასიანი პოპულიზმია. მოვუწოდებ ოპოზიციას – ძალიან ბევრს გემსახურებათ მანქანა, რაც რეგლამენტითაა დაწესებული – ჩამობრძანდით და ველოსიპედებით იარეთ. ვთხოვ პარლამენტის აპარატს, შევუძინოთ! გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, მაგალითი მოგვეცით, იარეთ ველოსიპედით, ვისაც მანქანები გემსახურებათ“ – განაცხადა ზარქუამ.

იტვირთბა....