ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ვინმე ფიქრობს, რომ დეპუტატთა ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა არასწორია, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს” – პაპუაშვილი ოპოზიციას

თუკი ვინმე ფიქრობს, რომ დეპუტატთა ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა არასწორად ხდება და საკითხს მხარს არ უჭერს, მაშინ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით გააკეთა.

“ოპოზიციიდან ბევრი გამოსვლა მოვისმინე. ვნახოთ, რეგლამენტში ცვლილებას მხარს დაუჭერთ თუ არა, რადგან სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა. ასეთ თემებზე პოპულისტური საუბარია ადვილია. თქვენი უნარი აიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, კენჭისყრაზე გამოჩნდება მხარს დაუჭერთ თუ არა პროექტს.
ყველანაირი უხერხულობა მოხსნილი იმით, რომ ხელფასების ზრდა მომავალი მოწვევის პარლამენტს ეხება და თუ ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება სწორია, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ. სხვა შემთხვევაში, არ ვიცით, მომავალ მოწვევის პარლამენტში ვინ იქნება, მაგრამ ის, ვინც მხარს არ დაუჭრეს და მომავალ პარლამენტში იქნება, მორალური წნეხი ექნება და არ უნდა გაუკვირდეს, თუ მას ამას შეახსენებენ“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....