ოპოზიციას ალაპარაკებს ბარიერის ვერგადალახვის შიში, წლები რომ გადის და მათი რეიტინგი მცირდება, უნდა მიხვდნენ, რაღაცები შეცვალონ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“წლები რომ გადის და მათი რეიტინგი გაზრდის ნაცვლად მცირდება, უნდა მიხვდნენ, ბარიერზე კი არ უნდა იწვალონ და თხოვნებით იყვნენ წარმოდგენილი, არამედ რაღაცები შეცვალონ, ან მესიჯბოქსში, ან ქმედებაში, ან სულ მცირე თავისი ქვეყანა არ უნდა დააზიანონ მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ, ამით დაზიანდეს ხელისუფლება. თუ ამას ვერ ხვდებიან და 90 ათასი ხმის მოგროვების შანსიც არ აქვთ, უნდა გადააფასონ თავისი პერსპექტივები, მოვლენები, მესიჯები და ა.შ. ვფიქრობ, მხოლოდ ამით არის გამოწვეული, რომ რამდენიმე ადამიანს უნდა პარლამენტარის მანდატი და არ აქვთ ის ამბიციები, რომელზეც თავად საუბრობენ ხოლმე. რაც შეეხება იძულებას, როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად ევროკომისიის წარმომადგენლებმა გვითხრან, რომ რაც არის ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში, ის არ გააკეთოთ არავითარ შემთხვევაშიო. ევროპაში რაც არის მიჩნეული კარგად, ის როგორ შეიძლება, საქართველოში იყოს ცუდი. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ხისტი პოზიცია ექნებათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“ – განაცხადა მდინარაძემ.

