ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნება” ხარაკირს ვერ ჩაიტარებს! მურუსიძეს და ფარცხალაძეს არ დაიჭერს!“ – ბექა ლილუაშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა აშშ-ს მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხის შესახებ ისაუბრა.

„ქართული ოცნება“ ხარაკირს ხომ ვერ ჩაიტარებს არა. ეგეთი, ასე ვთქვათ პასუხისმგებლობაც არ აქვთ, რომ დათმონ ის მექანიზმები და ინსტრუმენტები, რაც მისი არალეგიტიმური ძალაუფლების გარანტირების შესაძლებლობას აძლევს. მურუსიძეს როგორ დაიჭერს, მურუსიძემ უნდა გაუპრავოს ხომ არჩევნების შედეგები, უკაცრავად ჟარგონისთვის. ფარცხალაძის ჩართულობა ბიზნესში, შავი სალაროს შევსებაში და “ქოლცენტრებში” კეზერაშვილთან ერთად, ეს მთელმა თბილისმა და არამხოლოდ თბილისმა იცის. ფული საიდან უნდა მოიტანოს ფარცხალაძე რომ დაიჭიროს“, – თქვა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ დასანქცირებული პერსონების შესახებ ამერიკის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას: „ზოგიერთი მათგანი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. რუსეთზე სანქციების მიზანია რუსეთის სასარგებლოდ რუსეთს მავნე მოქმედებების, აგრეთვე – რუსეთის ომის მანქანის ხელშეწყობის შეჩერება, რომელსაც რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში აგრესიის განსახორციელებლად, არამედ სხვაგანაც.

ასე რომ, როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის, მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფ-ეს-ბე“-სთან ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ“.

იტვირთბა....