აზერბაიჯანი ყოველთვის ავლენდა სოლიდარობას პალესტინის საკითხთან დაკავშირებით და მხარს უჭერს საკითხის გადაწყვეტას ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევის თქმით, მხარს უჭერს საკითხის გადაწყვეტას ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით, გაერო-ს რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად.
“ჩვენი ქვეყანა შემდგომშიც გააგრძელებს გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მხარდაჭერას“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.