ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად საქართველოსთან მუშაობაა საჭირო“ – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების თქმით, ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად საქართველოსთან მუშაობაა საჭირო.

„საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გალუზინისა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ.

გალუზინის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მნიშვნელობასაც გაესვა.

„მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ერთის მხრივ თბილისსა და სოხუმს და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე. ასევე, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე მათი შემდგომი დემარკირებით“, – აღნიშნულია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....