ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, ამერიკაშია.
ის ჯერ სანფრანცისკოში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება შემდეგ კი ჯო ბაიდენს პირისპირ შეხვდება.
დაგეგმილი შეხვედრის მთავარ მიზანთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა.
„სი ძინპინთან შეხვედრის მიზანი აშშ-ჩინეთის სამხედრო კომუნიკაციების აღდგენაა, ჩვეულ კურსს რომ დავუბრუნდეთ, მიმოწერას თუ განვაახლებთ და შევძლებთ ავიღოთ ტელეფონი და კრიზისების დროს ერთმანეთს ვესაუბროთ, შევძლოთ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს კვლავ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი“, – თქვა მან.