ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არსებულ პარტიებში ინტეგრაციას გამოვრიცხავ; კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იდეურ ერთობაზე“ – ხატია დეკანოიძე

პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრის“ ეთერში ოპოზიციური პარტიების ერთიანობის საკითხზე ისაუბრა.

დეკანოიძის თქმით, არსებული პარტიების გაერთიანებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გაერთიანება სინერგიული ეფექტის იქნება, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ გაერთიანებამ კი ამის საპირისპირო აჩვენა.

„სინერგია ხომ უნდა იყოს? აი, მაგალითად „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირიქით კლება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. რა სინერგია მოიტანა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეფემერულ ერთობაზე არ უნდა იყოს საუბარი, ერთობამ სინერგია უნდა მოიტანოს. კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იდეურ ერთობაზე და კონტრასტის ჩვენებაზე, ვინ არის რეალურად „ქართული ოცნების“ რეალური კონტრასტი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იტვირთბა....