„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, „პალიტრის“ ეთერში საარჩენვნო ბარიერის შესახებ ისაუბრა.
„მხოლოდ ბარიერის გადალახვის მიზნით გაერთიანება არ მოგვწონს, ჩვენ არ გვიხდება, ჩვენთვის არ არის სერიოზული. ჩვენ დიდი ხანია პოლიტიკაში ვართ. კი, რესურსები არ გვაქვს, გვებრძვიან, მედია გვბლოკავს და მთელი ამბავი, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანებს შეუძლიათ ჩვენი შემჩნევა და რაღაც თვალსაზრისით, მე ველი იმ მხარდაჭერას, რომ რა ბარიერიც არ უნდა დააწესონ, ქართველი ხალხი მოახერხებს იმას, რომ ჩვენ მათი სახელით პარლამენტში ვიყოთ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.