ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია” – გიორგი ვაშაძე

საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“ენერგეტიკის სექტორი რუსული ჰიბრიდული ომის იარაღია. ჩვენს რეგიონში მრავალი ქვეყანა რუსეთის მხრიდან მავნე ზეგავლენას განიცდის. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია. თითქმის 100% ნავთობისა შემოტანილია რუსეთიდან, მაშინ, როდესაც ჩვენ სრულად დამოუკიდებელნი ვიყავით ამ თვალსაზრისით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის ევროპულ დონეზე განხილვა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა, რათა მათი ენერგოსექტორის დივერსიფიკაცია მოხდეს” – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....