ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოცნებამ“ პრეზიდენტის განცხადების რადიკალური ინტერპრეტაცია მოახდინა ანა ბუჩუკური – „ოცნებამ“ პრეზიდენტის განცხადების რადიკალური ინტერპრეტაცია მოახდინა” – ბუჩუკური

ოცნებამ“ პრეზიდენტის განცხადების რადიკალური ინტერპრეტაცია მოახდინა – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

“საქართველოს ისეთი მტერი, როგორიც პუტინია, ნამდვილად არ ჰყავს და ერთ სიბრტყეში ვერ განვიხილავდი, ვინც არ უნდა იყოს. როგორც იურისტი გეტყვით, რომ პუტინი ოფიციალურად და სამართლებრივად არის გამოცხადებული, როგორც ომის დამნაშავე. სალომე ზურაბიშვილმა როგორც ვიცი, უკვე განმარტა თავის პოზიცია, თუკი ჩათვალა, რომ რაღაც დიპლომატიური უხერხულობა იყო, მან რეაგირება მოახდინა, რაც კარგია. ფაქტია, მან ჩათვალა, უნდა შეხვედროდა დიპლომატიურ წარმომადგენელს. პუტინისნაირი მტერი ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს, ეს არ აღიქვათ ისე, რომ თითქოს მას ერთ სიბრტყეზე ჰყავს დაყენებული. შეიძლება ინტერპრეტაცია მოხდა (მისი განცხადების) ყოველ შემთხვევაში “ოცნებას” რომ რადიკალური ინტერპრეტაცია აქვს გაკეთებული, ეს ფაქტია, ეს გამოიყენეს პრეზიდენტზე მორიგ ჯერზე თავდასხმისთვის. თავად სალომე ზურაბიშვილმა მიზანშეწონილად ჩათვალა დიპლომატთან შეხვედრა და აბსოლუტურად გასაგებია ეს ჩემთვის” – განაცხადა ბუჩუკურმა.

იტვირთბა....