თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო.
დაიჭრა ერთი მშობელი.
აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა და დაჭრაც ამის შედეგად მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.