ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა სააკაშვილის შეწყალების თემას ვერ შემოაცურებდა” – მდინარაძე

“სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა სააკაშვილის შეწყალების თემას ვერ შემოაცურებდა” – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის ძმის ოთარ ზურაბიშვილის განცხადებას.

“რთულია იმის მტკიცება, რომ აუცილებლად შეთანხმებული იყო, მაგრამ უფრო მეტი შანსია, რომ ეს ასე იყო და ალბათ, სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა ამ განცხადებას არ გააკეთებდა, ეს ვარაუდია, რადგან მტკიცებით ფორმაში ამას ასე ვერ იტყვი. შესაბამისად, მათ შემოაგდეს თემა, შემოაპარეს, შემოაცურეს ეს თემა, მაგრამ არ მგონია, ადვილი იყოს თუნდაც სალომე ზურაბიშვილისგან, თუნდაც, იმ პირობებში რასაც დღეს აკეთებს და რა პოზიციაზეც არის, პასუხისმგებლობა აიღოს იმ მკვლელობებზე, წამებაზე, იმ უსასტიკეს რეჟიმზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2003 – 2012 წლებში შექმნა, ამიტომ მე მგონია, მაინც გაუჭირდება შეწყალება, თუმცა, ფაქტია, ის ამასთან დაკავშირებით ცოტას ნერვიულობს“ – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....