ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენი ამბიციები ცოტა დავქაჩოთ, მიწაზე დავეშვათ, გავხდეთ ადეკვატურები“ – ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პროდასავლური კოალიციის იდეაზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამარცხება მარტო შეუძლებელია, ამდენად, მისი დამარცხებისთვის პროდასავლური კოალიციის შექმნა გარდაუცვალია.

„საერთო ღირებულებები და პრინციპები არ გაგვაერთიანებს. სულ მცირე, ის, რომ საქართელო გვინდა იყოს ევროკავშირის წევრი და ნატოს წევრი, ეს მაინც უნდა გვაერთიანებდეს თუ კოალიცია შექიმნა და მეორე, რაც არის საჭირო, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ და ჩვენი ამბიციები ცოტა დავქაჩოთ. ზოგიერთ ლიდერს შეეხება, კუდი ყავარზე რომ აქვს და რომ ჰგონია, რომ მარტო შეძლებს ხელისუფლების ცვლილებას. მარტო ვერ შევცვლით, რეალობას თალი გავუსწოროთ, მიწაზე დავეშვათ, გავხდეთ ადეკვატურები. გარდაუვალია პროდასავლური კოალიცია და ამ კოალიციამ უნდა შეცვალოს ხელისუფლება“, – თქვა ელისაშვილმა.

იტვირთბა....