ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს“ – გერმანიის ელჩი საქართველოში

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.

„ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს. ევროკომისიის რეკომენდაცია 9 პუნქტშია თავმოყრილი. გვსურს დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტები აქვს, როგორიცაა, მაგალითად, ანტიკორუფციული სამსახური, საარჩევნო კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, მონაცემთა დაცვის სამსახური, ყველა ეს ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პლურალისტური დემოკრატიისთვის, უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. შემდეგ, რა თქმა უნდა, რომ გააგრძელოთ თქვენი მუშაობა დეოლიგარქიზაციაზე, არის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია და ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული კომენტარები. განაგრძეთ ეს სამუშაო. ეს, ასევე, რეკომენდაციაა უკრაინასა და მოლდოვას მიმართ“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....