„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„მე მგონი, ბატონი ხაზარაძე პოლიტიკიდან მიდის და ასე ემშვიდობება პოლიტიკას. პოლიტიკიდან მთლად უცბად ვერ წავა და ამისთვის ასეთი ტიპის პრელუდიები საჭიროა. ლოგიკურად ასე მეჩვენება, რადგან მე მგონია, რომ „ლელო“ უკვე მიხვდა, პოლიტიკა არ არის მათი წარმატების ადგილი. მე მგონი, არც კვალიფიკაციის ამაღლებას აქვს ადგილი, რომ მომავალში პერსპექტივები ჩანდეს. გონიერი ხალხია, რამდენიმე მილიონს დახარჯავენ და ღირსეულად გავლენ პოლიტიკიდან. 2024 წლის არჩევნებამდე რთულია უბრალოდ გაქრეს, მაგრამ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ნელ-ნელა გაიწოვება“, – თქვა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ ხაზარაძის ზემოაღნიშნულ განცხადებას: „ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა საუბარია ჩვენი ქვეყნისა და ეროვნულ ინტერესზე, ყველა მეთოდი მისასალმებელია“.