ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთის სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ სავჩენკოს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ამის შესახებ იუწყება რუსული პრესა.

სასამართლომ სავჩენკო რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ გუშინ ცნო. განაჩენის გამოცხადება 2 დღე გაგრძელდა. პროკურატურა უკრაინელი მფრინავისთვის 23-წლიან პატიმრობას მოითხოვდა.

შეგახსენებთ, სავჩენკოს 2014 წელს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ, თავად დაკავებული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის სეპარატისტებმა, ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.

 

 

იტვირთბა....