„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა.
დავით სერგეენკოს განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტშია და მას კომიტეტი 16 ნოემბერს განიხილავს. საკითხი პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გავა.
სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტმა რამდენიმე თვის წინაც იმსჯელა.

