ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ – სტოლტენბერგი ოჩამჩირის ბაზაზე

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ქმედება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მტკიცედ ვუჭერთ მხარს. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა სეპარატისტული ტერიტორიების სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოყენება შეძლოს. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და აჩვენებს იმას, თუ რამდენად შორს სურს რუსეთს წასვლა, რათა თავის სამხედრო მიზნებს მიაღწიოს უკრაინაში.

ასევე, მათ ისინი თავდაცვაზე გადაიყვანეს, რადგან უკრაინელებმა მიაღწიეს წარმატებას ყირიმში სამხედრო-საზღვაო ობიექტებზე თავდასხმაში და ამიტომ რუსეთი ალტერნატივებს ეძებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იტვირთბა....