ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, წარმატებული პიანისტისგან როიალზე საუბარი დასაცინი რატომაა?!“ – მდინარაძე ბოლქვაძეზე

„ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე თანაპარტიელი, ელისო ბოლქვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტში როიალის დადგმას ეხებოდა.

„ელისო ბოლქვაძემ როიალზე, ხელოვნებაზე, კულტურაზე, ამაზე უნდა ილაპარაკოს, აბა რაზე უნდა ილაპარაკოს?! მაგისთვის არის ამ პარლამენტში, ეს სფერო იცის ძალიან კარგად. ამ სფეროს პოპულარიზაციაზე და შესაბამის პოზიტიურ შედეგებზე უნდა ილაპარაკოს, არა?! არ ეკუთვნის?! ითხოვს თუ არ ითხოვს, რაღაც პრეცედენტებია და შეიძლება მხარიც დავუჭირო. რატომაა დასაცინი თემა, ელისო ბოლქვაძესთან მიმართებით როიალზე სასაცილო რატოა თემა, ერთი ამიხსენით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული პიანისტისგან როიალზე საუბარი ასე დასაცინი და დამცინავი და ცინიკური რატომ შეიძლება იყოს ხალხო?!“, – თქვა მდინარაძემ.

იტვირთბა....