პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თბილისში, BUS LANE-ზე მოძრავი მანქანების საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, „არასწორი და შემზარავია, რომ Bus Lane-ბში უამრავი მანქანა დათარეშობს”.
„ვერავინ დამარწმუნებს, რომ ვიღაც ტუჩებდაბერილი გოგოცუნები რომ სხედან საჭეებთან, ისინი რაიმე ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან. მუსიკა რომ ბოლო ხმაზე აქვთ ჩართული…
ან პატრულმა საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე უარი თქვა და უბრალოდ თვალს ხუჭავენ იმ უმსგავსობაზე, რაც Bus Lane-ბში ხდება, მილიონობით მანქანა რომ დათარეშობს – ან არის 21-ე საუკუნის ე.წ. “ნარუშილოვკა” …
როგორც ჩანს, “ნარუშილოვკები” არის ხელაღებით დარიგებული, შს სამინისტრო და საპატრულო პოლიცია გამოვიდეს და გვითხრან, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ელისაშვილმა.