ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევის, 5%-ზე დატოვების თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ” – სამადაშვილი

დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევის, 5%-ზე დატოვების თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

“მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება”, ბარიერის დაწევა იყო შეთანხმება მათ შორის, მიშელის დოკუმენტით, რომლიდანაც „ქართული ოცნება” გავიდა და არ გამიკვირდება, არც ეს პირობა არ შეასრულოს. მთავარი არის არა ბარიერის დაწევის საკითხი, არამედ იმ პოლიტიკური ფორმულის მოძებნა, რომელიც შეცვლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას”, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გადარჩენისთვის. მე დარწმუნებული ვარ, იმ საზოგადოებრივი განწყობის ფონზე, რამდენი გაყალბებული შედეგიც არ უნდა გამოაქვეყნოს „ქართულმა ოცნებამ“ და თავის დამშვიდებას შეეცადოს, ჩვენ ვიცით, რომ მოქალაქეების 70 პროცენტი ითხოვს პოლიტიკურ ცვლილებებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევის, 5 პროცენტზე დატოვების თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჩვენ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ, ამიტომ ჩემთვის და “ლელოსთვის” ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ან საყურადღებო საკითხი” – განაცხადა სამადაშვილმა.

იტვირთბა....