„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ საარჩევნო ბარიერის შესახებ ისაუბრა.
„არ გვაინტერესებს, საერთოდ, ეს ბარიერის თემა. 5% კი არა 7%-ზე აწიეთ, ბატონებო და ქალბატონებო, მაინც მოვიგებთ, მაინც დამარცხდებით. ოპოზიციურ პარტიებს აქვთ გეგმა, როგორ გადააზღვიონ ის ფაქტი, რომ ვთქვათ, ხმები არ დაიკარგოს და ვინმე ბარიერს მიღმა არ დარჩეს. ამ სიურპრიზებსაც მალე მოგაწვდიან, პატივცემულო ხელისუფლებავ, – ამბობს სერგო ჩიხლაძე“მ – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, „ოცნება“ ამბობს, რომ 5%-იანი ბარიერის დაწევას არ აპირებს.