ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„უნგრეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ევროკავშირის ფონდიდან 500 მილიონი ევროს გამოყოფის დაბლოკვას გააგრძელებს“ – სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დახმარების საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, უნგრეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ევროკავშირის ფონდიდან 500 მილიონი ევროს გამოყოფის დაბლოკვას გააგრძელებს.

„რა თქმა უნდა, მე ამას არ ვუჭერ მხარს, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნული პოზიციის დაკავებას, ვიდრე უკრაინისგან გარანტიას არ მივიღებთ, რომ OTP ბანკი ან რომელიმე უნგრული კომპანია ცრუ ბრალდებების საფუძველზე ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში არ იქნება შეყვანილი. ვიდრე ეს არ მოხდება, ამ საკითხში ჩვენ წინსვლას ვერ შევძლებთ“, – განაცხადა სიიარტომ.

იტვირთბა....