ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ალ-შიფას საავადმყოფო თითქმის სასაფლაოა“ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ღაზის სექტორის უმსხვილეს საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა შეაფასა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა, კრისტიან ლინდმაიერმა თქვა, რომ დაახლოებით 600 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, სხვები კი დერეფნებში აფარებენ თავს.

„საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა მოვლა ან დაკრძალვაც კი შეუძლებელია, ან წაყვანა რომელიმე მორგში. საავადმყოფო აღარ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. თითქმის სასაფლაოა”, – განაცხადა ლინდმაიერმა.

იტვირთბა....