ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ ბართან დაჭრის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

„რატის ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 12 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, ერთი პირია დაკავებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ „რატის ბართან“ მომხდარი ჩხუბის შედეგად, 3 ადამიანი დაჭრეს.

ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელში მოქალაქე საბა მარგიანმა გაავრცელა.

იტვირთბა....