ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ ალ-შიფას საავადმყოფოსთან ნაკლები არასასურველი ქმედებები განხორციელდეს, საავადმყოფო დაცული უნდა იყოს“ – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა,  ჯო ბაიდენმა, ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტებთან ისრაელ-პალესტინის ომის შესახებ ისაუბრა.

„ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ საავადმყოფოსთან შედარებით ნაკლები არასასურველი ქმედებები იქნება განხორციელებული. ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელელებთან. ასევე, არის მცდელობა, რომ პაუზა მივიღოთ პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კატარელებთანაც, ასე რომ, გარკვეულწილად იმედი მაქვს, თუმცა საავადმყოფო დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ბაიდენმა.

იტვირთბა....