ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი ვოზორიტიდი საქართველოშია – ინფორმაციას აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე რომ არ გითხრათ. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ. წამალი დაიდო!”- წერს ის.

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 20 დღის განმავლობაში იდგნენ და ხელისუფლებისგან პერმანენტულად ითხოვდნენ მედიკამენტ “ვოზორიტიდი” დაფინანსებას.

იტვირთბა....