კახა კალაძე რუსეთის დამცველი – ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა დღეს ოკუპანტ სახელმწიფოზე, როგორც საქართველოს მტერზე, ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ გაბედა. იცავდა რუსეთს და ლანძღავდა ოპოზიციას. თბილისის მერისთვის ამ ქვეყნის მტერი არა პუტინი და მისი რეჟიმი, არამედ მხოლოდ ოპოზიციაა. ეს იყო კალაძის პასუხი “პირველების” ჟურნალისტის კითხვაზე. “პირველები” დაინტერესდა, რას ფიქრობდა “ოცნების” გავლენიანი მაღალჩინოსანი კრემლიდან წამოსულ მუქარაზე.
ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ, მიიღოს კანდიდატის სტატუსი საქართველომ, ოფიციალური მოსკოვი წყობიდან გამოიყვანა. პირველმა რეაქციამაც არ დააყოვნა. ოკუპანტის გეგმა ლავროვმა გათქვა. რუსეთი ეწინაააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არ აპირებს, დათმოს კავკასიაზე გავლენები – ეს იყო გზავნილი დღეს მოსკოვიდან.

