ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩევნებში ხმის მიცემა შესაძლოა, არაელექტრონული პირადობის მოწმობებითაც გახდეს შესაძლებელი – პარლამენტმა ინჯიას ინიციატივას მხარი დაუჭირა

Pარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას ინიციატივას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლებით არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე მოქალაქეებიც შეძლებენ.

კომიტეტმა ინჯიას კანონპროექტს საკითხზე შემდგომი კონსულტაციების გაგრძელების დათქმით პირობით დაუჭირა მხარი. “საარჩევნო კოდექსში“ შეთავაზებული ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

ინჯიას მიერ წარდგენილი კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს, კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო უფლებით ვერ ისარგებლებს, რითაც საქართველოს მოქალაქეობის მქონე ათიათასობით პირს შეეზღუდება კონსტიტუციური უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

მოქმედი კანონის თანახმად, პარლამენტის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ პირებს ექნებათ, რომელთაც ელექტრონული პირადობის მოწმობები და საქართველოს მოქალაქის პასპორტი გააჩნიათ.

იტვირთბა....