ირანის სასამართლო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანში ჩამოახრჩვეს სამი მამაკაცი, რომლებსაც 2019 წელს სისტანი და ბელუჯისტანის პროვინციაში მომხდარი აფეთქებების გამო სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი.
2019 წელს სისტანი და ბელუჯისტანის პროვინციის ცენტრში, ქალაქ ზაჰედანში პოლიციის განყოფილების შენობა და პოლიციის ავტომობილი ააფეთქეს, რაშიც დამნაშავეებად სასამართლომ სამი მამაკაცი ცნო.
Amnesty International-ის ცნობით, წელიწადში სისრულეში მოყვანილი სასიკვდილო განაჩენების რიცხვით ირანს მხოლოდ ჩინეთი უსწრებს. ნორვეგიაში ბაზირებული ირანული არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მიმდინარე წელს ირანში 600-ზე მეტი სასიკვდილო განაჩენი მოიყვანეს სისრულეში.