ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბარიერზე ხვეწნას არ დავუწყებ, მაგრამ „ქართული ოცნება“ გვაჩვენებს, რომ არის გადამგდები“ – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მედიასთან საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ოცნება“ გადამგდებია.

„ქართული დემოკრატიისთვის უკეთესია ბარიერი იყოს დაბალი, მე მათ ხვეწნას არ დავუწყებ, თუმცა ამით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არის უპირო და გადამგდები. ჩვენთან ჰქონდათ მემორანდუმები გაფორმებული, დაბალი ბარიერი ეწერა, შემდეგ დაპირება იყო მიშელის დოკუმენტში. დაპირება იყო ასევე, რომ სტატუსს თუ მოგვცემენ, დავწევთო და საკონსტიტუციო ცვლილებას ვუყარეთ კენჭი 2-პროცენტიანი ბარიერით. ახლა „ქართულ ოცნებას“ უნდა ყველა გადააგდოს, უნდა, რომ მომდევნო პარლამენტში მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყავდეს, რადგან იდეალური საჩუქარი და ოპონენტია „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისთვის“. რაც არ უნდა აკრიტიკოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ყოველთვის მიუბრუნდება და ეტყვის, რომ 9 წელში ეს გაქვთ გაკეთებული და მართლა ბევრი საძაგლობა აქვთ გაკეთებული. ამიტომ სჭირდებათ მაღალი ბარიერი, რომ სხვები იქ არ იყვნენ, მაგალითად, ღარიბაშვილმა რომ „მარშრუტკასავით“ გაიგდო ის თვითმფრინავი და შვილი უნივერსიტეტში თვითმფრინავით წაიყვანა, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ამაზე აკრიტიკებდა, მიუბრუნდნენ და უარესები უთხრეს, აღარ მომაყოლინოთ ახლა, რა წარმომავლობის და შინაარსის ქალებს დაარბენინებდა სააკაშვილი იმ თვითმფრინავით, მაგრამ მე ამას ვერ მეტყვის, მე არც ის მომწონდა და არც ეს არ მომწონს. ამიტომ არის, რომ ჩვენნაირი ხალხი არ უნდათ პარლამენტში, რომელიც საქმეზე ელაპარაკება,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

იტვირთბა....