ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სკანდალი ოკუპირებულ აფხაზეთში – ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში მორიგი სკანდალია. ის ე.წ. მთავრობის მაღალჩინოსნებს უკავშირდება.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მო­ი­პო­ვეს დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვითაც, ე.წ აფხა­ზე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი უძ­ვირ­ფა­სე­სი მან­ქა­ნე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

მა­გა­ლი­თად, ე.წ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე, სა­მი­ნის­ტროს სახ­სრე­ბით, ფიქ­სირ­დე­ბა 124 755 -დო­ლა­რი­ა­ნი Toyota LC 200. გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გილს შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი Toyota Land Cruiser Prado-ები ჰყავთ, რომ­ლე­ბიც 103 000 დო­ლა­რი ღირს.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წე­რილს ავ­რცე­ლე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი:

„გვინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ სოცქსე­ლე­ბით ჩვენს ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნიკ­მა ანუა ვ.ი-მ 2023 წლის 2 აგ­ვის­ტოს და­ამ­ტკი­ცა.

დო­კუ­მენტს ვაქ­ვეყ­ნებთ სა­სა­მარ­თლო გან­ცხა­დე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით. ჩვენ ვი­ცით ვ.ი ანუ­ა­სა და სხვა ოფიც­რე­ბის მიღ­წე­ვე­ბი აფხა­ზე­თის სა­მა­მუ­ლო ომის დროს, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი წყდე­ბი­ან რე­ა­ლო­ბას და სურთ, 9-11-მი­ლი­ონ­რუბ­ლი­ან მან­ქა­ნე­ბით სი­ა­რუ­ლი, ვთვლით, რომ ისი­ნი ვერ ხე­და­ვენ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ყა­ზარ­მუ­ლი ფონ­დი, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჰოს­პი­ტა­ლი, და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი მო­მა­რა­გე­ბა. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის ყიდ­ვის ნაც­ვლად, ჯო­ბია თა­ნა­მედ­რო­ვე უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებ­ზე ფიქ­რი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ბრძო­ლის წარ­მო­ე­ბის პი­რო­ბებ­ში ასე აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ასეთ პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან უად­გი­ლო და ცი­ნი­კუ­რა­დაც კი ჩანს მთავ­რო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, რომ ჩვენს მე­წარ­მე­ებს არ­მი­ის მო­დერ­ნი­ზე­ბის ფული მოს­თხო­ვონ. უკა­ნას­კნე­ლი ხმა­მა­ღა­ლი ოპე­რა­ცია ვი­ღაც დი­ვერ­სან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ურ­თი­ერთქმე­დე­ბა კი­დევ უფრო იმედ­გა­მაც­რუ­ვე­ბე­ლია. ინ­ფორ­მა­ცი­ის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი მო­წო­დე­ბა არა მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ას ახ­დენს, არა­მედ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი­საც და ჩვენ ძა­ლო­ვან სტრქტუ­რებს იმიჯს უფუ­ჭებს. ეს ძა­ლო­ვა­ნი ბლო­კის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის და­ბალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე მე­ტყვე­ლებს. ამ სი­ტუ­ა­ცი­ამ გა­მო­ავ­ლი­ნა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რომ აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი“, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: AMBEBI.GE

იტვირთბა....