ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ზამთრის საბურავები სავალდებულო ხდება“ – კომიტეტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება. მ

ომხსენებელი შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე იყო. კომიტეტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

დარახველიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით.

თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები – ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება.

მისივე თქმით, საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს დაადგენს საქართველოს მთავრობა.​

ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრს ექნება უფლებამოსილება, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ორ ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულება დაადგინოს.

იტვირთბა....