ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შოვის ტრაგედია – საია-ს თქმით, სტიქიური უბედურების დროს, რეაგირება იყო სუსტი

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” შოვში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ანგარიში დაწერა.

საია-ში მიაჩნიათ, რომ სტიქიური უბედურების დროს რეაგირება იყო სუსტი.

„პირველ ეტაპზე, რაც იკვეთება არის ის, რომ საქართველოში კანონმდებლობა სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის და რეაგირებისთვის, არ არის სათანადოდ ჩამოყალიბებული და არ პასუხობს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რისი ხელმომწერიც საქართველო არის. რეაგირების დროს დაშვებული იყო თუ არა რაიმე ტიპის გადაცდომები, რამაც ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია, ეს არის გამოძიების საკითხი და ამ დროისთვის გამოძიებაც არ მიმდინარეობს, ჩვენი ინფორმაციით, ეფექტიანად, მათ შორის, სწორი კვალიფიკაციით არ მიმდინარეობს და თვითონ საქმის მასალებზე წვდომა შეზღუდული აქვთ უფლებადამცველებს,“ – აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე.

იტვირთბა....