რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ამიერიკავკასიასა და აზიაში რუსეთისა და დასავლეთის გავლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთი არ დათმობს თავის გავლენებს ამ რეგიონებში.
„ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გამოგვყაროს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. არ გამოვა. ჩვენ აქ ვართ ისტორიულად და არსად გავქრებით. და ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოკავშირეებმა ეს ძალიან კარგად იციან“, – განაცხადა ლავროვმა.