ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბენ მალეტი, რომელიც გასულ კვირას უკვე იმყოფებოდა საქართველოში, გაურკვეველი მიზეზით, სუს-ის დავალებით გააბრუნეს“ – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, საქართველოში ამერიკული საკონსულტაციო ჯგუფის კონსულტანტის, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტის არშემოშვებაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გარემოში მოგვიწევს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” არ აპირებს რეკომენდაციის გათვალისწინებას, რაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას გულისხმობს.

ეს არის რუსული რეჟიმის რეპრესიების მცდელობა და პანიკა. მათ ეშინიათ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების, რადგან იციან, რომ მათი რეჟიმის დასასრული სულ უფრო ახლოვდება!“, – თქვა ვაშაძემ.

იტვირთბა....