ღაზა პალესტინელი ხალხის მიწაა, ამერიკამ ეს უნდა მიიღოს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
“ახლა აუცილებელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი სტრუქტურის განახლება. გაერო-ში მუდმივი წევრობისა და ვეტოს სისტემა უნდა შეიცვალოს. მსოფლიოს მომავალი და ხალხის სიცოცხლე არ შეიძლება, ვეტოს უფლების მქონე ხუთი ქვეყნის წყალობაზე დარჩეს. ღაზა, პირველ რიგში, პალესტინელი ხალხის მიწაა. ამერიკამ ეს უნდა მიიღოს“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.