ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე… მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია” – ზურაბიშვილი

ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე – მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა RFI -სთან (Radio France Internationale) ინტერვიუში განაცხადა.

“საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან. მიუხედავად მეტნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად. ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს. მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....