“მარტო უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია” – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებას.
“როდესაც ასეთ გამოხმაურებას და შეფასებას აძლევ ჩინეთის ლიდერს, რასაკვირველია, ამას მარტო უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია. იმედი მაქვს, აქ რაღაც კიდევ უფრო მზაკვრული ჩანაფიქრი არ არის – როგორმე საქართველოს წინააღმდეგ განაწყოს ჩინეთი, რომელთანაც საკმაოდ პერსპექტიული თანამშრომლობა გვაქვს“ – აცხადებს ვოლკსი.

