“გავაგრძელებთ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მთელი ძალით, გამარჯვებამდე” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
“მთელი ძალით, ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებამდე. “ჰამასმა“ დაკარგა კონტროლი ღაზის სექტორზე. მას არ აქვს დასამალი უსაფრთხო ადგილი. „ჰამასის“ ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული. ჩვენი ძალები ურტყამს მათ მიწის ზემოთ და მიწის ქვეშ” – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.