საგარეჯოში 29 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ქეშალოში, გვიან, ღამით ქორწილში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფულთან დაკავშირებით დაიწყო, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მკვლელობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

